ქუთაისის რამდენიმე უბანს წყლის მიწოდება შეუწყდება
ქუთაისის უბნების ნაწილს ერთი დღით წყლის მიწოდება შეუწყდება. ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, „კოქსის“ პროექტის II ეტაპის ფარგლებში ნიკეას ქუჩაზე რეაბილიტირებული ქსელის გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულის გამო 23 ივნისს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება ნიკეას, თაბუკაშვილის, ხუნდაძის, მაისურაძის, დადიანის, სულხან-საბასა და გუგუნავას ქუჩებს, ასევე სოფელ ქვიტირს, ოფშკვითს, უკანეთსა და მესხეთს.
შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი შეფერხებისათვის.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















