|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში ევროპის მიმართულებით 7 რეისი სექტემბრიდან დაემატება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ დღეს გამოგვაქვს ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაზრდილი მგზავრთა ნაკადის მომსახურებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით,  23 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის მიმართულებით  7 ახალი რეისი დაემატება. მისივე თქმით, ეს იძლევა ძალიან შეღავათიან ფასად ევროპის მიმართულებით მგზავრობის საშუალებას.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო წელს მიიღებს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ასევე ამბროლაულში იგეგმება აეროპორტის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს რაჭაში ადგილობრივების დამაგრებასა და აქ ტურიზმის განვითარებას.
 
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა