|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველთა დედაენის საერთაშორისო ფონდის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში  VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმიდინარეობს, სადაც  ქართველთა დედაენის საერთაშორისო ფონდის პრეზენტაცია გაიმართა.  კონფერენცია  სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში ბატონმა გელა დუმბაძემ გახსნა.

"მნიშვნელოვანია, რომ ამ თემების  განხილვა აკადემიურ წრეებში ხშირად მოხდეს. მსგავსი კონფერენციებით შეგვიძლია მცირედი მაინც  გავაკეთოთ ჩვენი თანამემამულეების ენობრივი და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, ერთად ვიმსჯელოთ, თუ რა არის საჭირო და როგორ ჩავრთოთ ისინი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში,"- განაცხადა გელა დუმბაძემ.

კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვებ საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა მცხოვრები ქართველების ენის, დიალექტის, ლიტერატურის, კულტურის, ეთნიკური ისტორიისა და ზეპირსიტყვიერების საკითხების შესახევ . ღონისძიების გახსნას იმერეთის ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.  
კონფერენცია ორი დღე იმუშავებს.  მუშაობა სექციური სხდომების ფარგლებში გაგრძელდა..

  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა