|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თანამშრომელმა საარჩევნო კოდექსი დაარღვია?

ქუთაისის საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურების მართვის განყოფილების უფროსმა საარჩევნო კოდექსი დაარღვია. ლევან გოგელაშვილმა რამდენიმე დღის განმავლობაში გააზიარა ინფორმაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ სააგიტაციო შინაარსს ატარებს.

საკრებულოს თანამშრომლის მიერ საარჩევნო კოდექსის დარღვევას ადასტურებს „საიას“ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. გიორგი სანტურიანის განცხადებით, საჯარო მოხელეს სამუშაო საათებში აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება–გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამავე კოდექსის 45-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს“, – ვკითხულობთ კანონში. აღნიშნული კანონი სოციალური ქსელით აგიტაციასაც კრძალავს.

"ნიუპრესი" ლევან გოგელაშვილსაც დაუკავშირდა. როგორც მან განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

 

 

 

  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა