|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა ცნობილია

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწყო. ცესკოს გვერდზე გამოქვეყნდა  კომისიის შემადგენლობა.   თავმჯდომარე კვლავ ავთანდილ ოსეფაიშვილია. მისი მოადგილე გია ცაცაშვილი. ლარინა ლალიაშვილი კომისიის მდივანია. კომისიის წევრები: გელა თუთბერიძე, იზა ფერაძე და დავით ყიფშიძე.
რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, საპარლამენტო არჩევნებისთვის საოლქო კომისიაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების  ვინაობა დაზუსტდა.  „საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ (თეა ერგემლიძე), „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ (გიორგი ვაშაყმაძე), „თავისუფალი დემოკრატები“-ს (მაია დათუსანი), „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ (პავლე გვარამია), „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ (ნინო შვანგირაძე), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (კილაძე გიორგი) და „ქართული ოცნების“ (ქეთევან ჯანელიძე) წევრები შედიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა