ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას სარჩელი არ დააკმაყოფილა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას სარჩელი არ დააკმაყოფილა. პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია მერიის შპს "პარკინგსერვის" თანხების უკანონოდ აკრეფაში ედავება. წულაიას განცხადებით, შპს–ს პარკირების ადგილები საკუთარ სახელზე არ აქვს რეგისტრიებული და შესაბამისად, მას საქმიანობის უფლება არ აქვს. წულაია, ასევე აცხადებს, რომ "პარკინგსერვისს" არ აქვს ავტომობილის მფლობელთა ბაზა, რის გამოც ვერ ვერ ჯარიმდება მფლობელი. ის მოუწოდებს მოქალაქეებს არ გადაიხადონ ჯარიმა, რაც მანქანის საქარე მინაზე დახვდებათ.
წულაიას ბრალდება არაარგუმენტირებულად ჩათვალა საქალაქო სასამართლომ და მოსამართლემ არ მიიღო წარმოებაში.
გოგი წულაია საქალაქო სასამართლოს განაჩენის სააპელაციოში გასაჩივრებას შეცდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















