ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ზაალ ხონელიძის საქმის განხილვა გრძელდება
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბაგა-ბაღების გაერთიანების N1 ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელის ზაალ ხონელიძის საქმე განიხილა. ზაალ ხონელიძის განცხადებით, მთავარ სხდომაზე წარმოდგენილმა მოწმეებმა მაია ნაცვლიშვილმა და თეა კუპრაშვილმა ზაალ ხონელიძის სასარგებლო ჩვენება მისცეს.
მაია ნაცვლიშვილის თქმით, გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე გაფიცვის დღეს 09:00 საათზე ინფორმირებული იყო, რომ გაფიცვა მზადდებოდა ბაღებში და ნაცვლიშვილი ტელეფონზე დაუკავშირდა ხონელიძეს, რომელმაც აცნობა, გაფიცვის შესახებ. შესაბამისად, ინფორმაციის არმიწოდების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული ზაალ ხონელიძის ბრალეულობაც გამოირიცხა. მეორე მოწმის თეა კუპრაშვილის თქმით, ზაალ ხონელიძეს მან აცნობა, რომ თანამშრომლები გაფიცვას აპირებდნენ, რაზეც ხონელიძემ უპასუხა, რომ თანამშრომლებს კონსტიტუციურ უფლებას ვერ შეუზღუდავდა.
,,დღევანდელ სხდომაზე ჩემი ადვოკატის, უბადლო იურისტის - რობიზონ ხურცილავას პროფესიონალიზმის ზეიმი მოეწყო, მან ზედმიწევნით დაუსაბუთა სასამართლოს ჩემი ბრალეულობის არარსებობა აღნიშნულ საქმეში. მე აუცილებლად დავბრუნდები ბაღში ჩემს ერთგულ და საყვარელ მეგობრებთან, ვისთან ერთადაც ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიე და ერთად გაასმაგებული ენერგიით გავაგრძელებთ მუშაობას“ - აცხადებს ზაალ ხონელიძე.
გაფიცვის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებს გაერთიანების ადვოკატი ზაალ ხონელიძეს. რამაზ იობიძის განცხადებით, გაფიცვის დღეს ხონელიძე 09:10 საათზე უკვე იმყოფებოდა ბაღში, რასაც ადასტურებს მისი თანამშრომელი, მიუხედავად ამის ხონელიძემ დაარღვია შინაგანაწესი და მომხდარის შესახებ არ გააფრთხილა გაერთიანება.
„მან დაარღვია შინაგანაწესი, არ გააფრთხილა გაერთიანება გაფიცვის შესახებ. არ ვიცი მოსამართლე რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, მაგრამ ცალსახაა, რომ ხონელიძემ არ შეატყობინა გაერთიანებას და მიზეზად ასახელებს, თითქოს გაერთიანებას ვერ დაუკავშირდა, მაშინ, როდესაც გაერთიანებაში სამი ტელეფონი არსებობს და გაერთიანების დირექტორს ორი ნომერი აქვს. რაც დაუჯერებელია“-განაცხადა იობიძემ.
მისივე განცხადებით, მოსამართლის ორივე განაჩენი სააპელაციოში გადაინაცვლებს. თუ მოსამართლემ ხონელიძე გაამართლა, სააპელაციოს გაერთიანება მიმართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში თვლის, რომ თავის უფლებებს სააპელაციოში ხონელიძე დაიცავს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















