|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის სასამართლო პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის"

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წინ  პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ აქცია გამართა. წულაია ქუთაისის სასამართლოს პოლიტიკური ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სასამართლო  მთავრობის მხრიდან ზეწოლას განიცდის. 

"დიდი ხანია ვიბრძვი მერიის შპს "პარკინგსერვისის" გაუქმებისათვის, ვინაიდან უსამართლოდ აჯარიმებენ  ავტომობილის მძღოლებს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა არც პირველ და არც მეორე მოსმენაზე. რამდენიმე დღის წინ მოსამართლე გენადი მაკარიძისგან მომივიდა წერილი, სადაც წერია, რომ სამართალდარღვევის ოქმი არ არის სავალდებულო ითვალისწინებდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 240–ე  მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.  რაც ნიშნავს, რომ თურმე,  ვიღაცას შეუძლია კოდექსის მოთხოვნა დაარღვიოს. ეს არის კატასტროფა. ეს ამტკიცებს იმას, რომ ქუთაისის სასამართლო პოლიტიკურ თემებზე განიცდის ზეწოლას",–აღნიშნა წულაიამ. 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი