|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სასამართლომ თემურ ცამციშვილს 5 800 ლარის გადახდა დააკისრა

ქუთაისის მერიის საჩივარი  ქალაქის სასამართლომ  ნაწილობრივ დააკმაყოფილა.  მოსამართლე  მანანა ნიკაჭაძის გადაჭყვეტილებით,  „გირჩის“ ქუთაისის ადგილობრივ ხელმძღვანელს 6 300  ნაცვლად 5800 ლარის გადახდა დაეკისრა.

ქუთაისის მერიამ ყოფილ თანამშრომელს თემურ ცამციშვილს სასამართლოში მეორედ უჩივლა. ამჯერად თვითმმართველობა ზიანის თანხის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც ექვსი ათას ლარს შეადგენს.

თემურ ცამციშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა უკვე გადახდილი აქვს.

"ეს საქმე არის შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული. თვითონ არ იციან, რას მედავებიან. მათ არ აქვთ არანაირი არგუმენტი. ხანდაზმულობაც გასულია უკვე ამ საქმეზე. კილომეტრაჟი დათვალეს და გადაწყვიტეს, რომ არ ვიცოდი თბილისიდან ქუთაისამდე მანძილი და  სამსახურებრივი გულგრილობის გამო, ვერ გავთვალე რეალური ხარჯები და ბიუჯეტს ზარალი მიადგა. მერია ახლა ცდილობს, რომ საქმე სამოქალაქო ჭრილში გადაიტანონ და კიდევ ერთხელ გადამახდევინონ ეს თანხა", -განაცხადა ცამციშვილმა.

როგორც ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურში  განმარტავდნენ, ცამციშვილმა სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა და არა მერიისათვის მიყენებული ზიანი.  ამასთან,  მას  თანხის გადახდის შესახებ  ერთი წლის წინ აცნობეს, მაგრამ რადგანაც ეს მოთხოვნა არ შეასრულა, ამიტომ  სასამართლოს მიმართეს.

 "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 2011-12 წლების პერიოდს, როდესაც თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი იყო.  სასამართლომ ცამციშვილი  სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თანხების გაფლანგვის ბრალდებით,  6000 ლარით დააჯარიმა. 

 

ამ თემაზე: "ქუთაისის მერია გადახდილი თანხის ხელმეორედ გადახდას ითხოვს"

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა