ქუთაისის „ტორპედოს“ 70 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება
ქუთაისის „ტორპედო“ 70 წლისაა. ამასთან დაკავშირებით ქუთაისში, 9 ივნისს სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. სტუმრების ოფიციალური მიღება ქუთაისის მერიაში 13:30 საათზეა დაგეგმილი, 15:00 სათზე სპორტულ მუზეუმში სპეციალური გამოფენა მოეწყობა.
ცენტრალურ სტადიონის რამაზ შენგელიას სახელი ხვალ მიენიჭება. ამის აღმნიშვნელი ცერემონიალი 16:00 საათზე დაიწყება. ასევე გაიმართბა სასკოლო ლიგის ფინალი, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება.
ქუთაისს სტუმრად ეწვევა ევროპის თასის 1981 წლის მფლობელი თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებიც ამხანაგურ მატჩს გამართავენ ქუთაისის ,,ტორპედოს“ ფეხბურთელებთან. შეხვედრის დასაწყისია 18:00 სთ. ამით "ტორპეტოს" 70 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ოფიციალური ნაწილი დასრულდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















