ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას მიხეილ აშვეთია შეასრულებს
ქუთაისის საფეხბურთო კლუბში "ტორპედო" ინვესტორს ელოდებიან. როგორც კლუბში აცხადებენ, "ტორპედოს" სპონსორობას "ალიანს გრუპ კომპანი" გაუწევს.
კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შემთხვევაში, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას მისი ასისტენტი მიხეილ აშვეთია შეასრულებს. აშვეთია არ საუბრობს ამ პოსტზე მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ შეუძლია. მისი თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ კლუბმა ლიზენზირება გაიარა და უახლოეს პერიოდში "ტორპედოს" ინვესტორი ჩაიბარებს.
"კლუბმა უკვე გაიარა ლიცენზირება, რაც "ტორპედოს" უფლებას აძლევს 2020 წელს ეროვნულ ლიგაში იასპარეზოს, გუნდის დავალიანება გადავადდა. 2020 წლისათვის უნდა გაისტუმროს, პირველ რიგში, უნდა შესრულდეს ვალდებულება, რომელსაც შეასრულებს ახალი სპონსორი, რომელსაც ველოდებით უკვე, გამოჩნდებიან დღეს, ხვალ და გადაიბარებენ გუნდს"-განაცხადა მიხეილ აშვეთიამ.
მიხეილ აშვეთია "ტორპედოში" ბოლო ხუთი წელია საქმიანობს.
"დიდი ხანია ტორპედოში ვარ, კახასთან სამი წელია ვმუშაობ, მანამ კიდევ ორი წელი ვმუშაობდი მწვრთნელად "-აღნიშნა მიხეილ აშვეთიამ.
შეგახსენებთ, ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელის პოსტიდან კახა ჩხეტიანის შესაძლო წასვლის შესახებ უკვე გავრცელდა ინფორმაცია. როგორც ჩხეტიანი აცხადებდა, კლუბს იმ დრომდე არ დატოვებდა ვიდრე, "ტორპედოში" პრობლემები იქნებოდა. ახლა კი როდესაც სპონსპორობის საკითხი გაირკვა, შესაძლოა ის ქუთაისიდან წავიდეს.
კახა ჩხეტიანი: "სანამ ქუთაისის "ტორპედოში" პრობლემა იქნება, გუნდს არ დავტოვებ"
ქუთაისის "ტორპედოს" შესაძლო სპონსორობით "ალიანს გრუპ კომპანი" დაინტერესდა
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















