|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს ტურისტული ლოგო და სლოგანი რამდენიმე დღეში ექნება

ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანი შესარჩევი კონკურსი უახლოეს დღეებში დასრულდება.

10 წევრიანი კომისია მერის თავმჯდომარეობით გამარჯვებულს სამი ნამუშევრიდან შეარჩევს. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ კომისიას მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია და მიმდინარეობს არსებული ნამუშევრების შესწავლა.

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 54 ლოგო და 33 სლოგანი შევიდა. ამათგან კომისიის მიერ სამი შეირჩა. ამ დღეებში გახდება ცნობილი, როგორი სახის ტურისტული ლოგო და სლოგანი ექნება ქალაქს.

გამარჯვებული ლოგოს ავტორი 5 000, სლოგანის 1 000 ლარით დაჯილდოვდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა