|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის კონკურსში სამი ნამუშევარი შეირჩა

ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის კონკურსში სამი ნამუშევარი შეირჩა. მეორე ეტაპზე გამსვლელი ნამუშევრები სპეციალურმა კომისიამ მერის თავმჯდომარეობით შეარჩია. დღეს შერჩეული ნამუშევრების ავტორებმა პრეზენტაცია თავად გამართეს. ტურისტული ლოგოსა და სლოგანის მუშაობის პროცესში აქცენტი ქუთაისის ისტორიასა და მის სავიზიტო ბარათებზე გაკეთდა.

მეორე ეტაპზე გადავიდნენ ირაკლი თოფურია, ევგენი ლევსაია და თბილისური კომპანია HOLMES WATSON.

გამარჯვებული ორ კვირაში საჯარო განხილვების შედეგად გამოვლინდება. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, გამარჯვებულების გამოვლენა ტურისტული ცენტრის გახსნამდე მოხდება, რომ შესაბამისი ლოგო და სლოგანი ტურსიტულ ცენტრზე იყოს დატანილი.

პირველ ტურში სულ 54 ლოგო და 33 სლოგანის ნამუშევარი შევიდა.  წელს გაზრდილია საპრიზო ფონდი, ლოგოს ავტორი 5000, სლოგანის ავტორი 1000 ლარს მიიღებს.

შეგახსნებთ, რომ კონკურსი მეორედ ტარდება, რადგან პირველ ჯერზე გამარჯვებული ვერ გავლინდა. გაზრდილ საპრიზო ფონდს უკავშირებს მერი ნამუშევრების გაზრდილ რაოდენობას. მისი განხადებით, საპრიზო ფონდმა გამიწვია გამოცდილი კომპანიების დაინტერესება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა