|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თვითმმართველობაში მივლინებებზე 62 119.18 ლარი დაიხარჯა

ქუთაისი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ მიმდინარე წელს 20 მივლინება განხორციელდა. საერთო თანხა 62119.18 ლარი შეადგინა.

„ნიუპრესის" მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს ხუთი მივლინება განახორციელა ქუთისის მერმა, ამდენიმეჯერ იმყოფებოდა მივლინებაში ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე. მეორე ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი მივლინებაში ორჯერ წავიდა.  სამჯერ გაემგზავრა მივლინებაში ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პანტელეიმონ კლდიაშვილი.  ორჯერ გაემგზავრა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია, არქიტექტურის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი  და  ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართის სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ლილუაშვილი.   

 მივლინებაში ერთხელ  იმყოფებოდნენ   საფინანსო სამსახურის უფროსი ირაკლი ავალიანი, საბინაო სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი იოსებ ჩიჯავაძე.

 სამივლინებო ქვეყნებიდან ლიდერობს უკრაინა, პოლონეთი და აზერბაიჯანი.

მივლინებების სამიზნე სფეროს წარმოადგენდა ეკონომიკა, ტურიზმი, კულტურა და ევროატლანტიკურ სივრცეში რეინტეგრაცია.                                 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა