|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თვითმმართველობის ხუთკაციანი დელეგაცია ჩინეთში იმყოფებოდა

ქუთაისის მერიის პორესსამსახურის ინფორმაციით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მივლინებით იმყოფებოდნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ვიცე მერი ნოდარ მიქიაშვილი, საკრებულოს დეპუტატი ზაზა ლომინაძე, მერიის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი დავით მეგრელიშვილი და ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ უფროსი გელა გაგუა. 

ვიზიტის მიზანს ჩინელ ბიზნესმენებთან შეხვედრას წარმოადგენდა. ქუთაისთან დაძმობილებულ ქალაქ ლაივუში ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობათა კონფერენციაზე ქართულმა მხარემ ჩინელ მეწარმეებს ქუთაისში არსებული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული სიტუაცია და პოტენციალი გააცნეს.

დელეგაციის წევრები ასევე იმყოფებოდნენ ქალაქ ურუნჩში სადაც „ჰუალინგ ჯგუფის“ მთავარი ოფისია.

„ჰუალინგ ჯგუფი“ რამდენიმე წელია საქართველოში მოღვაწეობს და ძირითადი ინვესტიციები ქუთაისის თავისუფალ ინდუსრტიულ ზონაში აქვს განხორციელებული. ჩინეთში ვიზიტის დროს მხარეებმა სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას მოაწერეს ხელი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა