ქუთაისის "ყინულის მოედანზე" სავარჯიშო პროცესი განახლდა
ქუთაისის "ყინულის მოედანზე" სავარჯიშო პროცესი განხლდა. ინფორმაციას სპორტულ დაწესებულებთა გაერთიანება აქვეყნებს. გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმედღიანი შესვენება ინვენტარიზაციას უკავშირდება.
"მიმდინარე წლის 1 ივნისიდან "ყინულის მოედანი" ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების დაქვემდებარებაში გადავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ინვენტარიზაცია, რის გამოც დროებით სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო. ორშაბათიდან ვარჯიში განახლდა და ბავშვები შეჯიბრებებისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან"–აცხადებენ გაერთიანებაში.
"ყინულის მოედნის" თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია მისი დახურვის შესახებ. თუმცა მერიაში მასთან დაქვემდებარებულ "ყინულის მოედნის" დახურვის ფაქტს არ ადასტურებდნენ და აცხადებენ, რომ ცვლილება "ყინულის მოედნის" სტატუსს შეეხო. "ყინულის მოედანმა" ააიპის სტატუსი დაკარგა და სპორტული სკოლა გახდა.
რეორგანიზაციის შემდეგად ცვლილებები არ შეხებია სპორტულ ჯგუფებს და დაგეგმილ ღონისძიებებს. ბავშვებისათვის ყველა სერვისი ისევ უფასოდ ფუნქციონირებს.
„ყინულის მოედანი“ ქუთაისში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. მოედანი 720 ბავშვზეა გათვლილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















