ქუთაისის ყინულის მოედნის აგრეგატის შეძენის მიზნით ტენდერი გამოცხადდა
ქუთაისში ყინულის მოედანი ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, მოკლე ხანში განაახლებს. მერიის "ააიპ ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის ქუთაისის ყინულის მოედნისათვის საყინულე დანადგარის(ჩილერი) შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. ქუთაისის ბიუჯეტიდან აგრეგატის შეძენის მიზნით 218 ათასი ლარი განისაზღვრა.
SPA180008154 ელექტრონული ტენდერი დღეს, 24 ოქტომბერს გამოცხადა. წინადადებების მიღება 2 ნოემბრიდან დაიწყება და 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.
"რამდენიმე თვის წინ დაზიანდა ყინულის მოედანზე აგრეგატი, მისი შესყიდვა გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, აგრეგატი საქართველოში არ იყიდება ამიტომ შემსყიდველმა კომპანიამ უნდა ჩამოიტანოს ევროპიდან. ქუთაისის მერიის მიერ იქნა მოძიებული შესაბამისი თანხები და დღეს უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი. ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ყინულის მოედნის დახურვის შესახებ, თუმცა ჩვენ ვთქვით, რომ ქალაქში აუცილებლად იქნება ყინულის მოედანი და ამას გავრცელებული დეზინფორმაციები ხელს ვერ შეუშლის", - განაცხადეს მერიის სპორტულ ააიპში.
შეგახსენებთ, ქუთაისის ყინულის მოედანს 7 თვეზე მეტია ყინულის დანადგარი დაზიანებული აქვს, რის გამოც ყინულის მოედანმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ფაქტი არაერთხელ გააპროტესტეს ადგილობრივებმა და მერიისგან საჭირო აგრეგატის შეძენა მოითხოვეს. მერიაში აცხადებდნენ, რომ აგრეგატის შესაძენად პროცესი დაწყებული იყო, თუმცა ტენდერი მხოლოდ ახლა გამოცხადდა.
"ეს შენობა მიხეილ სააკაშვილმა დაგვიტოვა და გვინდა ბავშვებს შევუნარჩუნოთ"
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















