ზურაბ ჟვანიას სკოლის დირექტორი პატრულის ავტომობილს შეეჯახა?
ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი პატრულის ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევა გუშინ, პუშკინის ქუჩის კვეთაზე მოხდა.
"ნიუპრესის" ინფორმაციით, ქეთევან მახარაშვილი სამსახურის ავტომობილს მართავდა.
ავტოავარიის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც პრესსამსახური აცხადებს, მომხდარის შედეგად ფიზიკური დაზიანება არავის მიუღია, საქმის წარმოება ადმინისტრაციული წესით დაიწყო.
ინფორმაციას არ ფლობს განათლების სამინისტრო, რომლის დაქვემდებარებაშიც არის ჟვანიას სკოლა. ქეთევან მახარაშვილმა კი მას შემდეგ რაც კითხვის არსი გაიგო, პასუხის გაცემა აღარ ისურვა.
არსებული ინფორმაციით, ჟვანიას სკოლის დირექტორს, ქეთევან მახარაშვილს ემსახურება მძღოლი, რომელიც დაქირავებულია სამინისტროს მიერ.
ქეთევან მახარაშვილი ჟვანიას სკოლის დირექტორის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















