"დღის ცენტრის" ბავშვებს თანატოლების მიერ შეგროვილი თანხით საჩუქრები შეუძინეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ქუთაისის "დღის ცენტრშიც" აღნიშნეს. დღის ცენტრის ბენეფიციარებმა სტუმრებს ბოშური ცეკვა და თეატრალური დადგმა წარმოუდგინეს. ღონისძიებას შეუერთდა ქუთაისის ქართულ-ხალხურ საკრავთა ანსამბლი "საუნჯე", რომლებმაც რამდენიმე სიმღერა ფანდურისა და სალამურის თანხლებით შეუსრულეს.
დღის ცენტრის ბენეფიციარებს 1 ივნისი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა ელისო ქაროსანიძემ მიულოცეს. მათ ბავშვებს ტკბილეული და სახელმძღვანელოები გადასცეს. დღის ცენტრის ბავშვებისთვის საჩუქრები იმ თანხით შეიძინეს, რომელიც ქუთაისობის დღესასწაულზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეების მიერ მოწყობილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვიდან შეგროვდა.
"დღის ცენტრში" ამ დროისთვის 27 ბენეფიციარია რეგისტრირებული. ბავშვები ღონისძიებას დღის ბოლოს ბაღდათში დაასრულებენ, სადაც თავიანთ თანატოლებს შეხვდებიან და ერთმანეთს 1 ივნის მიულოვავენ.
ვ
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





13:50
21:51
16:06
11:02
16:29
















