|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს 2015 წლიდან დღემდე 1 085 მედალი აქვს მოპოვებული

"ქუთაისს 2015 წლიდან დღემდე  1085 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული"-, ამის შესახებ  ქუთაისის ვიცე მერმა ეკონომიკური ფორუმის პრეზენტაციაზე განაცხადა. კოტე ქავთარაძის განცხადებით, ქუთაისს  სხვადასხვა სპორტული წარმატებისთვის სულ 1 085 მედალი აქვს მოპოვებული. ქავთარაძის განცხადებით, ქუთაისს 2013 წელს  875, ხოლო 2014 წელს 950 მედალი ჰქონდა.

"ქუთაისს 2015 წლიდან დღემდე  1 085 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, რაც ნიშნავს იმას რომ სპორტული კუთხით სერიოზული პროგრესი აქვს ქალაქს. ქალაქის თვითმმართველობა მაქსიმალურად ცდილობს ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას. ჩვენ ვგეგმავთ სამი სარაგბო სტადიონის მშენებლობაას, ასევე  სპორტის სახლის მშენებლობას, საცურაო აუზისა და სპორტული კლუბებს შექმნას",-აღნიშნა ქავთარაძემ.

ფორუმზე საუბარი იყო ასევე კულტურულ საკითხებზე,  თუ რა ღონისძიებები იგეგმება  ქალაქის  ცნობადობს გასაზრდელად.  აღინიშნა, რომ ქალაქს 2020 წლამდე საკონცერტო დარბაზი ექნება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა