|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ესტუმრნენ

ქუთაისს ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტი  ჰანდე ოზსან ბოსატლი   და გენერალურ მდივანი მეთიუ მორი   ესტუმრნენ. მათი ჩამოსვლის მთავარ  მიზეზს იმერეთის აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანება და მომავალი თანამშრომლობის საკითხები წარმოადგენდა. სტუმრებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე და მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი   შეხვდნენ.

  მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის პროცედურები და ნაბიჯები, რაც აუცილებელად უნდა გადაიდგას აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

ასამბლეის წევრობა გვაძლევს შანსს ევროპაში ინტეგრაციისა, რეგიონის ცნობადობას ევროპის დონეზე, სხვადასხვა რეგიონებთან ურთიერთთანამშრომლობას, მათი გამოცდილების გაზიარებას და .შ. ევროპის რეგიონთა ასამბლეა 31 წლის წინ შეიქმნა და ის ევროპის რეგიონების ყველაზე დიდ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 300–მდე წევრს აერთიანებს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა