|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 129 უბანზე 12 287 ამომრჩეველი მივიდა

10 საათის მონაცემებით,  ქუთაისში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილისგანცხადებით, 129 უბანზე 12 287 ამომრჩეველი მივიდა.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, ამომრჩევლის აქტივობა 7 პროცენტია, რაც  წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაბალია, თუმცა მაღალია 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით.  "2012 წელს ამ დროისათვის 16 771 ამომრჩეველი იყო გამოცხადებული.მართალია, საერთო მონაცენებით ამომრჩევლის აქტივობა დაბალია, თუმცა არის უბნები, სადაც ამომრჩეველთა როგებიც კი ფიქსირდება",- აცხადებენ საოლქო კომისიაში.
 
115 უბანზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ელექტროენერგია გაითიშა, რამაც საარჩევნო პროცესის შეფერხება გამოიწვია. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა