ქუთაისში 24 სექტემბერს სოფო ბათილაშვილი იმღერებს
ქუთაისში ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად კონცერტი გაიმართება, ქალაქის მერიის კულტურის განყოფილების ინფორმაციით, კონცერტი 24 სექტქმბერს 16:00 საათზე, ცისფერყანწელების ქუჩაზე გაიმართება.
მასში მონაწილეობას მიიღებენ: სატელევიზიო პროექტ "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი,
სატელევიზიო პროექტ "მხოლოდ ქართულის" ქუთაისელი მონაწილე ოთო კვალიაშვილი, ასევე სატელევიზიო პროექტ "X- ფაქტორის" ქუთაისელი მონაწილეები ია ტომაში და თამუნა გიორგაძე.
კონცერტში მონაწილეობს ასევე პოპულარული ქუთაისური ჯგუფი "მუზეუმი".
შეგახსენებთ, 24 სექტემბერს სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში განახლდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.85%
გაუარესდა - 53.79%
არ შეცვლილა - 11.36%
სულ - 132 ხმა





17:20
15:54
13:34
21:45
















