ქუთაისში 4 მილიონ ლარად ცენტრალური არქივი შენდება
ქუთაისში ცენტრალური არქივი შენდება. სამუშაოები იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ტარდება, რომელიც 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მისი საერთო ფართი 4030 კვ.მეტრია. დოკუმენტების საცავებს 2805კვ. მეტრი დაეთმობა. ის კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით აღიჭურვება.
არქივის ახალ შენობაში სამკითხველო და საგამოფენო დარბაზები მოეწყობა. ქუთაისის ეროვნული არქივის მშენებლობა 2015 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს ,,საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს. არქივის მშენებლობისთვის 4 მილიონი ლარია გამოყოფილი. არქივი იუსტიციის სახლის უკან შენდება. ამჟამად ქუთაისის ცენტრალური არქივი სადგურის მოედანზე, #3 ში მდებარე შენობაშია განთავსებული.
დღეს მიმდინარე მშენებლობა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან და იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან ერთად დაათვალიერა. წულუკიან სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
იუსტიციის მინისტრი დღესვე მიწის რეგიგსტრაციის რეფორმასთან დაკავშირებით იმერეთში გამგებლებსა და საკრებულოების წარმომადგენლებს შეხვდა. მათ აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















