"ქუთაისში 4 000 არარსებული მოქალაქეა რეგისტრირებული”
პარტია ”პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი წულაიას განცხადებით, ქუთაისში არასებული ბინები და არარსებული ამომრჩევლებია რეგისტრირებული.წულაია მოითხოვს დროულად მოხდეს სიებიდან იმ ამომრჩევლების ამოღება, რომლებიც რეალურად არ არსებობენ.
”პრობლემა 2008 წლიდან არსებობს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს არ ქონდა მყარი პროზიციები და ეშინოდა წაგების, საარჩევნო უბნების საზღვრებში შეიტანეს არარსებული მოქალაქეების სიები და ბინები. გაცემულია ყალბი პარსოპრეტბი. ეს არის გაყალბების ერთერთი საშუალება. ჩემი ანგარიშით 4 ათასამდე ასეთი ამომრჩეველია ქუთაისში, რომელიც რეალურად არ არსებობს”,-განაცხადა წულაიამ.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთ უწყებას მიმართა, თუმცა რეაგირება არ მოყოლია.
”საოლქო ხელს იუსტიციას ადებს, იუსტიციიდან ქალბატონი თეა წულუკიანი პასუხს არ მწერს, დუმს გოგონა. რეესტრში აღწერილია და დევს დოკუმენტი არარსებულ ბინებზე. ეს არის კატასტროფა. მოვითხოვ დროულად მოაგვარონ ეს პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არჩევნები იქნება არალეგიტიმური და გაყალბებული”,-აღნიშნა წულაიამ.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაშვილი აღნიშნავს, რომ ეს თემა ახალი არ არის და ამის შესახებ გოგი წულაიამ იუსტიციის სახლს უნდა მიმართოს.
”ეს თემა ახალი არ არის და გოგი წულაიამ კარგად იცის, ამ შემთხვევაში ვის უნდა მიმართოს, თუმცა გონია, რომ ქუთაისის საოლქო კომისია არის დაბალი ღობე. თუ ბატონ გოგის ეჭვი ეპარება ამომრჩეველთა სიაში იუსტიციის შესაბამისს სამსახურს მიმართოს”,-აღნიშნა ავთანდილ ოსეფაშვილმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















