|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 6 დარბაზიანი კინოთეატრის გახსნა წლის ბოლოსთვის იგეგმება

ქუთაისში, ყოფილი კინო "საქართველოს" შენობაში კინოთეატრისთვის 6 დარბაზი მოეწყობა.  შენობის ნაწილის მფლობელის, კახა ჭუმბურიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს  კინოს ტექნიკური აღჭურვის სამუშაოები.

"დაზუსტებით მიჭირს თქმა, კონკრეტულად როდის გაიხსნება კინო თეატრი, თუმცა წლის ბოლოსთვის სამუშაოები სრულად უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის კინო თეატრის ტექნიკური აღჭურვის სამუშაოები მიმდინარებს",–აღნიშნა ჭუმბურიძემ.

კინოთეატრის ექვსი დარბაზიდან ორი VIP იქნება. დანარჩენ ოთხში 3DX და 4DX კინოდარბაზები მოეწყობა, რომელიც ჯამში  360 მაყურებელს დაიტევს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა