ქუთაისში საუბნო კომისიებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია
ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიამ ამ დროისთვის არსებული საჩივრების განხილვა დაასრულა.
არჩევნების დღეს კომისიის სახელზე შესული 28 სარჩელი გადაკვალიფიცირდა და 21 სარჩელად ჩამოყალიბდა.
კომისიის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ია იაშვილის განცხადებით, კომისიის სხდომა რამდენიმე საათი გაგრძელდა. "საჩივრებიდან ერთი მოიხსნა, ხანდაზულობის გამო, ვინაიდან საჩივარი არა უშუალოდ დარღვევის პროცესში, არამედ მოგვიანებით იყო დაწერილი. ერთი საჩივარი „სამართლიანმა არჩევნებმა“ თავად გააუქმა, რადგან ფაქტზე რეაგირება მომხდარი იყო. რამდენიმე საჩივარზე მოხდა რეაგირება და კომისიის წევრებს გაფრთხილება მიეცა. არც ერთ შემთხვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა", -განაცხადა იაშვილმა.
დღეს საოლქო კომისიაში ახალი კვალიფიკაციის საჩივრებს ელოდებიან, რაც არჩევნების შემდგომ მიმდინარე პროცესებს ეხება. შესვლის შემთხვევაში, საჩივრების განჩილვა დღეს დაიწყება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















