ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 31, 06 პროცენტმა მიიღო
ქუთაისში მეორე ტურში საარჩევნო ყუთთან 50 222 ამომრჩეველი მივიდა. ეს საერთო ამომრჩევლის 31, 06 % შეადგენს.
#59 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ეს მონაცემი მეორე ტურისათვის სავსებით ნორმალურია.
საოლქო კომისიაში 21 საჩივარი შევიდა. ოსეფაიშვილის განცხადებით, მათი დიდი ნაწილი საკონტროლო ფურცელის შევსების წესთან არის დაკავშირებული.
შეგახსენებთ, ქუთაისის სამ სამაჟორიტარო ოლქში ერთმანეთს "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები დაუპირისპირდნენ.
ავტორი: ირინა მაკარიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















