|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლის 42,3 %-მა მიიღო

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესში ქუთაისში მონაწილეობა 68 503 ამომრჩეველმა მიიღო. ეს რეგისტრირებული ამომრჩევლის  42,36% -ს შეადგენს. ეს  შედეგი 2012 წლის არჩევნებთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.
საერთო ჯამში, ქუთაისის სამი სამაჟორიტარო ოლქის 129 უბანზე 28 საჩივარი დაიწერა. 
ოსეფაიშვილის განცხადებით, #79 (# 49 ოლქი) და #117 (#48ოლქი) უბნებზე გადასატანი ყუთები გაბათილდა.
ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე საავტომობილო გზა,  ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია, რაც საარჩევნო კომისიის  შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას უკავშირდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა