ქუთაისში არსებულ საცხობში მღრღნელები დაფიქსირდა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც ჩანს მღრღნელი საცხობში. ფოტო ქუთაისში, ყოფილ "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე საცხობშია გადაღებული. ფოტოს ავტორია ირაკლი კიკალიშვილი.
როგორც მოქალაქეები აღნიშნავენ, მსგავსი შემთხვევა არც თუ იშვიათია საცხობებსა და სწარფი კვების ობიექტებში, რაც კონტროლის ნაკლებობის შედეგია.
შპს“ამოს“ წარმომადგენლები ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. ისინი აცხადებენ, რომ, შესაძლოა, კონკურენტებმა ფოტომონტაჟი გააკეთეს.
„ვერც ვუარყოფ და ვერც დავადასტურებ, თუმცა საცხობში წესრიგი არის. მაქსიმალურად ვიცავთ სისუფთავეს, ხდება გაკონტროლებაც და შეწამლვაც. ვინაიდან ბევრი კონკურენტი გვყავს, შესაძლოა, ვინმემ ფოტომონტაჟი გააკეთა“,-აღნიშნავენ შპს “ამოს“ წარმომადგენლები.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















