ჯერ არ დაწყებული მშენებლობა პროტესტის მიზეზი გახდა
ჯერ არ დაწყებული მშენებლობა პროტესტის მიზეზი ხდება. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისში, ასათიანის N19-ში შესაძლო მშენებლობას აპროტესტებს. როგორც წულაია აცხადებს, აღნიშნულ ტერიტორიზე 6 სართულიანი შენობის აგება იგეგმება, რაც მოსახლოების გადაადგილებას შეაფერხებს.
წულაია პრობლემას ასათიანის ქუჩის იერსსახის დამახინჯებაშიც ხედავს. მისი თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე კერძო სახლებია და მრავალსართულიანი ბინა კონტექსტიდან ამოგლეჯილი იქნება.
მშენებლობის დაწყების შემთხვევაში გოგი წულაია ადგილობრივ მოსახლოებასთან ერთად მერიასთან აქციას გამართავს.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ასათიანის ქუჩაზე შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით, მშენებელს მერიაში ნამდვილად აქვს შეტანილი განაცხადი, თუმცა მშენებლობაზე ნებართვა არ არის გაცემული. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ საკითხზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყება, რომელიც მეზობლებთან გასაუბრებას ითვალისწინებს. ნებართვის გაცემაც ამ საკითხების გავლის შემდეგ მოხდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















