|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიას კომპანია „m²“ 100 000 ლარით დააფინანსებს

კომპანია „m²“ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიას  ქუთაისში 100 000 ლარით დააფინანსებს -ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის ვიცე მერი ნინო თვალთვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

  "ცოტა ხნის წინ კომპანია მ2 დაგვიდასტურა, რომ გააგრძელებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თანადაფინანსებას ქუთაისში 100 000 ლარის ოდენობით! ეს იმას ნიშნავს, რომ 90 აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს, 2019 წელს თერაპია სრულად დაუფინანსებდა. კიდევ რამდენიმე ბავშვი გვრჩება და საჯაროდ ვდებ პირობას, რომ მათაც 2019 წლის განმავლობაში დავეხმარებით. შარშან ამ დროს გულწრფელად ვთვლიდი, რომ 2019 წლისთვის თუ 300 000 ლარს გავითვალისწინებდით ბიუჯეტში, სრულად დავფარავდით მომლოდინეთა სიაში მყოფ პირებს, მაგრამ სამწუხაროდ, შეუძლებელი აღმოჩნდა იმ საოცრად მზარდი ტენდენციის გათვლა, რომელთანაც გვაქვს საქმე", -წერს ნინო თვალთვაძე.

შეგახსენებთ, ქუთაისის ბიუჯეტში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების თერაპიისათვის 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.  გარდა ამისა, მერის ბრძანებით, ამ თანხას  30 ათასი ლარი დაემატა.

 

ქუთაისის მერია „m2“-თან ერთად აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 40 ბავშვის მკურნალობას დააფინანსებს

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა