ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოგი წულაია წარადგინეს
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლების მცხოვრებლებს პარტია ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა თანაპარტიელებთან ერთად შეხვდა. კუკავამ მოსახლეობას საპარლამერნტო არჩევნებში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოგი წულაია წარადგინა.
”ქუთაისელებს ძალიან კარგად ახსოვთ, წინა არჩევნებისას ვინ აირჩეს. ადამიანი, რომელსაც პარლამენტის სხდომებზე ეძინა და ქუთაისისთვის არაფერი გაუკეთებია. ისიც ძალიან კარგად ახსოვთ, ვინ იდგა ყველა სოციალურად დაუცველის გვერდით, ვინ დადიოდა ქუჩა-ქუჩა და იცავდა გაჭირვებული ადამიანების ინტერესებს. ამიტომ, ვფიქრობ დროა, მოქალაქეებმა აირჩიონ პატიოსანი ადამიანი, ვინც იზრუნებს მათთვის. ჩვენ, ერთად ვიბრძოლებთ გამარჯვებისათვის”,-განაცხადა კუკავამ.
შეგახსენებთ, ქუთაისი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















