|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ვაშაძე: "ეს არის თაობა, რომელიც საქართველოს ევროპაში შეიყვანს"

ქუთაისში სტუდენტების ორგანიზებით მსვლელობა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისთვის მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფონდებში მონაწილე ახალგაზრდები და სტუდენტები. სტუდენტების აქციას  დეპუტატი გიორგი ვაშაძე  შეუერთდა. ვაშაძის განმარტებით,  სწორედ ახალგაზრული ფრთა გადაარჩენს  საქართველოს.

"მე ჩამოვედი და შევუერთდი ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ აქციას, რადგან  ჩვენ  უნდა გავხდეთ ევროპის წევრები. დღეს არის ასევე არაჩვეულებრივი დღე ცივილიზებულმა სამყარომ დაამარცხა ფაშიზმი.  ჩვენი მიზანია ევროპასთან ინტეგრაცია და ეს არის თაობა, რომელიც საქართველოს ევროპაში შეიყვანს",-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

"დღეს ჩვენ მოვედით აქ, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვთქვათ -  ჩვენ ვართ  ევროპელები. დღეს ორმაგად მნიშვნელოვანი დღეა. პირველი ის, რომ არის ევროპიის დღეები  და მეორე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია,  დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე,  ამიტომ სიმბოლურად გამოვედით ახალგაზრდები, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება - ჩვენ უნდა მოვახდინოთ  ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციია",-აღნიშნა სტუდენტმა ქეთი სიმსივემ.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი