|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 22 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა

ქუთაისში ახლაგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა  ჭავჭავაძის გამზირზე, რესტორან "დიდებულთან" მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, 22 წლის გოგონა მოპირდაპირე მხარეს გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

”რომ შეხედა ავტომობილი მოდიოდა დაიბნა, რამდენჯერმე წინ წავიდა, შემდეგ უკან დაბრუნდა. მძღოლიც გაურკვეელ ვითარებაში აღმოჩნდა, დაჯახება ძლიერი არ იყო, თუმცა გოგონა ჰაერში ავარდა და ცუდად დაეცა. რამდენიმე წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარება, გოგონა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს”,- აღნიშნა თვითმხილველმა მადონა სირბილაძემ.

შსს განცხადებით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა