|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბავშვებისთვის უფასო ატრაქციონები დაიდგმება

„ზაფხულის საღამოების“ ფარგლებში ქუთაისში ბავშვებისთვის  ატრაქციონები დაიდგმება.  ატრაქციონები ქალაქის ცენტრში დამონტაჟდება.  ბავშვებისათვის უფასო ის 31 აგვისტოს, 12 სექტემბერს, 19 სექტემბერს და 26 სექტემბერს იქნება.

სურვილის შემთხვევაში, ბავშვებს  შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გასაბერი ბატუტით, ჩამოსასრიალებელით, მულტფილმის პერსონაჟების გამოსახულებით.

ატრაქციონების დასამონტაჟებლად მერიამ  2 500 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

„ზაფხულის საღამოების“ ფარგლებში ქუთაისში რამდენიმე კონცერტი და სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება. პირველ ეტაპზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, ამიტომ ღონისძიებები 28 აგვისტოდან დაიწყება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა