ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
დღესვე გელათის მონასტერში ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ საზეიმო წირვა–ლოცვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
დღესვე გელათის აკადემიის შენობაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა და საგალობლების ფესტივალი გაიმართება.
ტრადიციულად, მოხდება ჩოხოსნების ახალი წევრების კურთხევა.
დავით აღმაშენებლის ეპოქის ამსახველი გამოფენა და საგალობლების ფესტივალი
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















