|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მუზეუმების საერთაშორისო დღე ქუთაისში მუზეუმის გახსნით აღინიშნა

ქუთაისში დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმის ახალი შენობა გაიხსნა. გახსნის ცერემონიალი მუზეუმების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიებას  ქუთაისის  მერი შოთა მურღულია, ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე და მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი ელისო ქაროსანიძე დაესწრნენ. 

დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი 1993 წლის 24 ნოემბერს ქ. ქუთაისის მერიის № 761 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა და ისტორიულ- ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობაში განთავსდა.

ამჟამად, მუზეუმის ფონდში დაცულია 5000 ფოტოსურათი, 300 000 ფოტონეგატივი, 110 კომპაქტური დისკი 30 000 კადრით, 40 ყუთი 16 მმ-იანი და 5 ყუთი 35 მმ-იანი კინოფირი, რომლებზედაც ასახულია ქ. ქუთაისის ყოფა-ცხოვრების ასწლოვანი ისტორიის კადრები.

მუზეუმში ინახება ათეულობით ათასი ფოტონეგატივი და ათასობით ფოტოსურათი, რომელთა დამუშავება-იდენტიფიკაცია პერიოდულად მიმდინარეობს.

მუზეუმი რამდენიმე წელი საკუთარი შენობის გარეშე იყო დარჩენილი.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი