|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დაზიანებული ენერგოეფექტური სკვერის აღდგენა მოხდება

ქუთაისში, ტურიზმის ცენტრის მიმდებარედ არსებული ენერგოეფექტურის სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება. სკერში არსებული ინვენტარი  რამდენიმე ხნის წინ უცნობმა პირებმა დააზიანეს. მერიაში განმარტავენ, რომ იგეგმება სკვერის აღდგენა, ამასთან მოქალაქეეებს მოუწოდებენ, არ დააზიანონ სკვერი. 

"სკვერის რეაბილიტაცია დაგეგმილია, სამუშაოები სკვერში ელექტრონული ბიბლიოთეკის მოწყობის პარალელურად დაიწყება. თუმცა მოქალაქეები უნდა უფრთხილდებოდნენ მსგავს ადგილებს, რადგან ყველაფერი მათთვის კეთდება",-აცხადებენ მერიის პრესამსახურში. 

პროექტის „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ფარგლებში, ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დამზადებისა და ქუთაისის მაშტაბით განთავსების სამუშაოებისთვის მერიამ 25 000 ლარი გამოყო. ტენდერის ფარგლებში ქუჩებში მცირე და დიდი ზომის კონსტრუქციები განთავსდება.

 

ქუთაისში ენერგოეფექტური სკვერი ვანდალურად გაანადგურეს [PHOTO]

ქუთაისის ქუჩებში ელექტრონული ბიბლიოთეკები დამონტაჟდება

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა