|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მთავარი პრობლემა ქალების მხრიდან ქალი კანდიდატების მიმართ ნაკლები სოლიდარობაა"

ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედიაცენტრის ორგანიზებით, ქალ მაჟორიტარ კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა.  განიხილეს ის პრობლემები, რომლებიც ქალ კანდიდატებს ექმნებათ. როგორც „უსუფშვილი-რესპუბლიკელების", ქუთაისის  #48 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნატო ქათამაძემ განაცხადა, ყველაზე დიდი პრობლემა ქალების მხრიდან ქალი კანდიდატების მიმართ სოლიდარობის ნაკლებობაა.

„პირადად მე, საკრებულოში ქალი დეპუტატებიდანაც არ მქონია მხარდაჭერა. 13 წელია ვარ პოლიტიკაში, მქონია წარმატებაც და წარუმატებლობაც, რასაც შეიძლება ყველამ ვერ გაუძლოს ფსიქოლოგიურად, ამიტომ ქალებმა მეტი სოლიდარობა უნდა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ",-განაცხადა ნატო ქათამაძემ.    

 პოლიტიკური გაერთიანების "თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველო" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლია გვენეტაძის განცხადებით კი, ამომრჩეველმა ისეთი პოლიტიკოსი ქალების მიმართ უნდა გამოხატოს მხარდაჭერა, რომლებიც ამას ნამდვილად იმსახურებენ.

"პრობლემა არის ის, რომ შემთხვევით მოხვედრილი ქალბატონები არიან პოლიტიკაში და  არცხვენენ ქალთა გუნდს. ამიტომ უნდა დავუდგეთ გვერდით ისეთ ქალბატონებს, რომლებიც რეალურად იმსახურებენ პარლამენტში მოხვედრას",-აღნიშნა გვენეტაძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიას ესწრებოდნენ ეუთოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა