|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დღეს პრემიერს ელოდებიან

ქუთაისში დღეს პრემიერს ელოდებიან. გიორგი კვირიკაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრთან და იაპონიის ელჩთან ერთად ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთს გახსნის. გახსნის ცერემონიალს ასევე დაესწრება იმერეთის გუბერნატორი.

ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც  ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე გადაერთვება. 
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და მოხდება  სატრანზიტო მიმოსვლის მატება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა