|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერული ფაფანაკი პრეზიდენტისათვის - ეროვნული სამოსის დღე ქუთაისში(PHOTO)

დღეს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. ამ დღეს ქუთაისში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მან "ოქროს ჩარდახში" გამოფენილი ეროვნული სამოსი და  ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერა. ასევე მოისმინა ქართული მუსიკა.

პრეზიდენტმა ქუთაისში საჩუქარიც მიიღო, ფესტივალის ერთ–ერთმა მონაწილემ მას იმერული ფაფანაკი უსახსოვრა, რომელიც პრეზიდენტმა ადგილზევე მოირგო.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ტურიზმის განვითარება და იმერეთის ტურისტული ადგილები ბევრმა ნახოს. იმერეთის გუბერნატორის,  გივი ჭიჭინაძის განცხადებით, იმერეთში ტურიზმი თანდათან ვითარდება, ყველაზე მეტი ტურისტი კი პოლონეთიდან ჩამოდის.

 

 

 

 

 

 

   

   

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი