|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ფრანგ ადვოკატთა ჯგუფი იმყოფება

ქუთაისში გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით სტუმრად ფრანგი ადვოკატები იმყოფებიან. ადვოკატთა ჯგუფი ამავდროულად სამოყვარულო რაგბის კლუბს წარმოადგენს. სასამართლოს ადვოკატთა რაგბის კლუბში 30 პარიზელი იურისტია გაწევრიანებული. მათ შორის ჩვენი თანაქალაქელი მერაბ მურღულია.

 სტუმრები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მერიაში მიიღეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ვიზიტის ფარგლებში ქუთაისის გარდა ფრანგმა სტუმრებმა ყაზბეგი, თელავი, ვარძია, ბორჯომი და ბათუმი დაათვალიერეს.

ქუთაისში ყოფნის დროს პარიზის ადვოკატთა რაგბის კლუბი ქუთაისის რაგბის კლუბ ,,აიას“ ვეტერანებს შეხვდნენ. ამხანაგური მატჩი ქუთაისელების გამარჯვებით დასრულდა.

ფრანგი ადვოკატები საქართველოდან სამშობლოში ხვალ გაემგზავრებიან.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი