|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ხანძრის შედეგად მეწარმეები დაზარალდნენ

ქუთაისში, მაუდის ფაბრიკის  ყოფილ შენობაში  გაჩენილი ხანძრის შედეგებს ითვლიან. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დამწავარია 700 კვ.მ კომერციული ფართი. შენობაში ფეხსაცმლის საამქრო იყო განთავსებული. მეპატრონის ინფორმაციით, ზარალი რამდენიმე ასი ათას ლარს აღწევს.

შენობის მფლობელის განცხადებით, ჯერჯერობით ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება.

ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა, ცეცხლის ჩაქრობას  ექვსი რაიონიდან გამოძახებული  14 ეკიპაჟი ცდილობდა. ხანძრის ლოკალიზება დილის 08:00 საათზე მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

ამ თემაზე:

ქუთაისში ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ხანძარია [VIDEO]

ქუთაისში ხანძრის ლოკალიზება დილის 8 საათისათვის მოხერხდა[PHOTO]

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა