ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალა
ქუთაისში დღეიდან გარევაჭრობა აიკრძალა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მომუშავე გარემოვაჭრეებს ტერიტორია მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა და საპატრულო პოლიციამ დაატოვებინა.
გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. მერის განცხადებით, გარევაჭრობის პრობლემის მოგვარებას ამომრჩევლებს საარჩევნო პერიოდში დაპირდა.
„ჯერ კიდევ ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს დავპირდი მოსახლეობას, მოვაწესრიგებდით ამ პრობლემას, რომელიც ქალაქს აწუხებს. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ადმინისტრაციული სამსახურის საშუალებით, გავაფრთხილეთ გარემოვაჭრეები, რომ პირველი მარტიდან დავიწყებდით გარევაჭრობის მოწესრიგებას. თავიდან დავიწყებთ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან და შემდეგ მოვიცავთ მთელს ქალაქს", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
გარემოვაჭრეები ალტერნატიულ ფართზე მუშაობას სამი თვის განმავლობაში უფასოდ შეძლებენ.
ქალაქში გარევაჭრობის პრობლემა წლებია არსებობს და მისი შეწყვეტა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა პრობლემა ვერ მოგვარდა.
გარევაჭრობით დასაქმებულებისათვის ეს შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. მოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აქციებით აპროტესტებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















