|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გზის საფარის აღდგენას ითხოვენ

ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე შიდაგზების პრობლემაა. აღნიშნული საკითხით პაატა ბურჭულაძის ბლოკის "სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაინტერესდა. ზვიად ბაღდავაძე ამომრჩევლებს შეხვდა და პრობლემის შესახებ ესაუბრა.

ბაღდავაძის განცხადებით, 38-ე სკოლის მიმდებარედ გზა ამორტიზებულია.

„აღნიშნულ ქუჩაზე შიდაგზების პრობლემა ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა წყალგაყვანილობის სამუშაოები შესრულდა და მდგომარეობა გაუარესდა. სამუშაოები მარტში განხორციელდა და მას შემდეგ გზების საფარის აღდგენა არ მომხდარა. წყალგაყვანილობის კომპანია მერიას ადანაშაულებს, მერია კი წყალგაყვანილობას. ვერ გაურკვევიათ,  ვინაა პასუხისმგებელი, ამასობაში მოსახლეობა ზარალდება“-განაცხადა ბაღდავაძემ.

მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და გზის საფარის აღდგენაც მათივე კომპეტანციაა.

 

"გაერთიანებული წყალმომარაგების" ქვეკონტრატორი კომპანიის პასუხს ამ დრომდე ველოდებით.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა