|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს"

პარლამენტის თბილისში გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხი რამდენიმე წლის განმავლობაში დღის წესრიგში არ დადგება.

„არის საშუალება, რომ საკომიტეტო მუშაობა გაიმართოს თბილისში, უკვე განახლებულ პარლამენტის შენობაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირი პრობლემას არ ქმნის. ეს საკითხი არ უნდა იყოს აქტივიზებული რამდენიმე წელიწადში, თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად უნდა იქნა ქუთაისის მოსახლეობასთან ეს საკითხი ძალიან აქტიურად განხილული და მიღებული მათგან თანხმობა. ქუთაისში ჩვენ იმხელა გეგმები გვაქვს, რომ შეიძლება 5-10 წლის შემდეგ ვერავინ შეამჩნიოს, არის თუ არა იქ პარლამენტი. ძალიან აქტიური განვითარება მოხდება ქუთაისის. ეს არის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავისი სტუდენტური ქალაქით, ეს არის ქუთაისის შემაერთებელი გზები ჩრდილოეთ, სამხრეთ საქართველოსთან, სვანეთთან დამაკავშირებელი გზა“, - განაცხადა განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მისივე თქმით, ქუთაისში განვითარების სერიოზული ბუმი იქნება, მათ შორის უძრავი ქონების მიმართულებით. 

"მე არაერთხელ მიხუმრია ჩემს მეგობრებთან, რომ მქონდეს თავისუფალი კაპიტალი, ქუთაისში ვიყიდდი აუცილებლად უძრავ ქონებას, რადგან მგონია, რომ ქუთაისის საქართველოს შიდა ჰაბად ჩამოყალიბება არის გარდაუვალი. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მე მგონია, რომ ეს არის აბსოლუტური რეალობა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ქუთაისელები მინდა დავამშვიდო, რომ არანაირი ქუთაისის პარლამენტის გადმოტანა უახლოეს დღის წესრიგში არ არის. ეს არის გადაწყვეტილი საკითხი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა