|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კინოთეატრი იხსნება (PHOTO)

ქუთაისში, ყოფილი „კინო საქართველოს“ შენობაში ახალი კინოდარბაზები მოეწყო. ჯამში, 7 დარბაზი მუშაობს, რომელთაგანაც ორი 3D ფორმატისაა. კინოდარბაზები ერთობლივად 400-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს.

კინოთეატრში დღეს სატესტო ჩვენებები მოაწყვეს. უფასო ჩვენებებზე ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სტუდენტები და მოსწავლეები არიან მიწვეული.

თეატრის დირექტორის, კახა ჭუმბურიძის განცხადებით, თეატრები სრული დატვირთვით თვენახევარში ამუშავდება. მისი განცხადებით, მოეწყობა კაფეები და იქნება ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის. კახა ჭუმბურიძე ინვესტიციის სრულ თანხას ვერ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კინოთეატრების მოსაწყობად დიდი თანხა დაიხარჯა.

ახალი დარბაზები ქუთაისის მერმა და თვითმმართველობის წევრებმა დაათვალიერეს. შოთა მურღულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების კინოთეატრი იქნება, რომელიც ყველა თაობის და გემოვნების მნახველს მოემსახურება.

  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა