"ლიდერთა სკოლის" მონაწილეებმა 7 ახალგაზრდული ინიციატივა წარადგინეს
ქუთაისში "ლიდერთა სკოლის" პროგრამის ფარგლებში პირველი ნაკადის ტრენინგები დასრულდა. 40 ქუთაისელმა ახალგაზრდამ პროექტების მომზადებაზე, თვითმმართველობის საქმიანობაზე, მათ ჩართულობასა და ფონდების მოძიებაზე ლექცია მოისმინეს. პროექტის მონაწილეებმა 7 ახალგაზრდული ინიციატივა წარმოადგინეს, რომელსაც მერია მოწონების შემთხვევაში დააფინანსებს.
„თვითმმართველობის მიერ პირველად მოხდა ასეთი სტანდარტის და ხარისხის ტრენინგის ჩატარება. სასიხარულოა, რომ პირველივე ეტაპზე კარგი შედეგი მივიღეთ. ახალგაზრდებს აქვთ კარგი იდეები და ყველა იდეა ემსახურება ქალაქისა და ახალგაზრდების კეთილდღეობას“, –განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა ოთარ ლორთქიფანიძემ.
პროექტის დაფინანსება 2018 წლის ბიუჯეტში 10 000 ლარით გაიზარდა და 20 000 ლარი გახდა. როგორც ქალაქის საკრებულოს კულტურის, ახალგაზრდული საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე, ოთარ ლორთქიფანიძე აღნიშნავს, "ლიდერთა სკოლის" ბანაკი ორ ეტაპად, 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 80 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. მეორე ნაკადის ტრენინგები გუშინ დაიწყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















