|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ლიფტების მწარმოებელი საწარმო აშენდება

ქუთაისში ჩინეთის რესპუბლიკის ქალაქ ლაივუს წარმომადგენლები და "ჰუალინგ ჯგუფის" წევრები იმყოფებიან. დელეგაციას ქუთაისის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთობასა და ინვესტიციებზე ისაუბრეს. "ჰუალინგ ჯგუფის" დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის კომპანიამ საქართველოში 300 მილიონის ინვესტიაცია განახორციელა და თანამშრომლობა მომავალშიც იგეგმება. მისივე განცხადებით, საინვესტიციო ქალაქებს შორის ქუთაისს  წამყვანი ადგილი უჭირავს, სადაც უახლოეს მომავალში ლიფტების მწარმოებელი საწარმო აშენდება. ასევე მოიზიდება დამატებით  ინვესტიციები, რომლებიც, ძირითადად, ინდუსტრიული პროექტებზე განხორციელდება.

ქუთაისის მერის განცხადებით, ჩინურ ინვესტიციაზე მოთხოვნა დიდია, რადგან ეს ქვეყანა არის მზარდი ეკონომიკის მქონე.

 ქუთაისს უკვე აქვს თანამშრომლობა "ჰუალინგ ჯგუფთან", რომლის ფარგლებშიც რამდენიმე პროექტი განხორციელდება, მათ შორის, მნიშვნელოვანია ლიფტების საწარმო. შოთა მურღულიას განცხადებით, სამუშაოები უკვე დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც ქუთაისში სამუშაო ადგილები შეიქმნება, სადაც ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.

ჩინური მხარე ასევე დაინტერესებულია ქართული ჩაის წარმოების გაზრდით, ინვესტორები აპირებენ გააშენონ პალანტაციები მათ შორის იმერეთში.

დღესვე ქუთაისი ლაივუს დაუმეგობრდა, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ორ ქალაქს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი